ჩვენ შესახებ

ტვირთის გადაზიდვის ახალი სტანდარტი საქართველოდან

Portex Georgia არის საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს საიმედო და გამჭვირვალე საერთაშორისო ლოგისტიკას კავკასიის დერეფანსა და მის ფარგლებს გარეთ

რატომ საქართველო და რატომ ახლა

კასპიის და შავ ზღვებს შორის მდებარეობა საქართველოს ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ბაზრებს შორის გამავალ ბუნებრივ ხიდად აქცევს. გლობალური მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციასთან ერთად, საქართველოზე გამავალი დერეფანი სტრატეგიულად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტად იქცა

Portex Georgia შეიქმნა კონკრეტული მიზნით - მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა ადგილობრივი ცოდნისა და საერთაშორისო სტანდარტების შერწყმით შექმნილი ლოგისტიკური სერვისები და მომსახურება, რომელიც სანდო და მრავალჯერ გამოცდილია

ჩვენი ღირებულებები

სიზუსტე

ყოველი ტვირთის ტრანსპორტირება გულდასმით არის დაგეგმილი და კონტროლდება მუდმივ რეჟიმში

პარტნიორობა

ყველა მომხმარებელთან ვაშენებთ გრძელვადიან ურთიერთობას

კეთილსინდისიერება

მიწოდების რეალური ვადები, გამჭვირვალე ფასები, არანაირი გაუთვალისწინებელი მოულოდნელობა

ჩვენი მისია

გავხადოთ საერთაშორისო გადაზიდვები საქართველოდან მარტივი, პროგნოზირებადი და ხელმისაწვდომი ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის

ჩვენი ხედვა

გავხდეთ ყველაზე სანდო ლოგისტიკური პარტნიორი, რომელიც აკავშირებს საქართველოს გლობალურ სავაჭრო სივრცესთან

2
ოფისი საქართველოში
11+
გლობალური გადამზიდავი
50+
დანიშნულების ქვეყანა
24/7
ოპერაციული მხარდაჭერა

დაინტერესებული ხართ თანამშრომლობით?

დაგვიკავშირდით